ივერიონი / დავით სერგეენკო: ებოლას ვირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა!

დავით სერგეენკო: ებოლას ვირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა!

   საქართველოში ებოლას ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ნიგერიას, ის უკვე მოხსნილია მაღალი რისკის ქვეყნებიდან. განცხადება ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.


  "ებოლას არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული საქართველოში. რაც შეეხება კონკრეტულად ნიგერიას, ის უკვე მოხსნილია მაღალი რისკის ქვეყნებიდან. მიმდინარეობს აქტიური სწავლება, სამედიცინო პერსონალი მზადდება, აღიჭურვება რამდენიმე ბოქსირებული პალატა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ასევე გვაქვს, ზოგადი სამოქმედო გეგმა, რომელიც ამუშავდება საჭიროების შემთხვევაში და იმედია არ ეს დაგვჭირდება",- განაცხადა სერგეენკომ.

28-10-2014, 13:43
უკან დაბრუნება