ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე: 15 ნოემბრისთვის დაანონსებული აქციით „ნაციონალებს“ ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება სურთ!

ვახტანგ ძაბირაძე: 15 ნოემბრისთვის დაანონსებული აქციით „ნაციონალებს“ ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება სურთ!

„ივერიონი“ ესაუბრება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

 

- ბატონო რამაზ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 15 მოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა. ისინი ოფიციალურად აცხადებენ, რომ ამის მიზეზი რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაა. ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ამას ,,ნაციონალების“ მორიგ აფიორად მიჩნევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევას ემსახურება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად გამზადებულმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს!.. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არეულობის თავიდან ასაცილებლად და როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკთხთან დაკავშირებით?


-ეს ხელოვნული აქციაა. ,,ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს თავის ,,პოლიტიკურ გათეთრებას“ და ცდილობს მასში სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც ჩააბას და წარმოაჩინოს, რომ ამ ,,ეროვნულ“ ბრძოლაში მარტო არ არის!
 ნორმალური პარტია, რომელსაც რაღაც რეიტინგი და თავმოყვარეობა გააჩნია, არ შეურთდება ,,ნაციონალების“ აქციას, რადგან ეს პოლიტიკური აქციაა და არა ეროვნული.

თუ ვინმეს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის შესახებ პროტესტის გამოხატვა სურს, ცალკე გამოხატოს, რატომ მაინც და მაინც ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად?!

ამ აქციას შეიძლება სხვა ქვეტექსტიც ჰქონდეს- მათ პროვოკაციაზე ხელისუფლების წამოგება სურთ, შემდეგ კი მედიასაშუალებებით ქვეყანაში არასტაბილურობის განცდას შექმნიან.

მაშინ, როცა ,,ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ფრაქციაა და საკუთარი ტელევიზიაც კი აქვს,  ამ საკითხის აპელირიბით ქუჩაში რატომ გამოდის?!

ხოლო მასთან ,,თანამშრომლობის“ მსურველი ის თითოკაციანი ულიდერო პარტიებია, რომელთა უკან 15-20 კაცი დგას. ასეთი პარტიები სიაში ერთ ადგილს ძებენ, რადგან, თუ „ნაციონალების“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად არ შეიცვალა მათ ბარიერის  გადალახვა თავისუფლად შეეძლებათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს პატარ-პატარა პარტიები კი ფიქრობენ, თვალი იმით აუბან საზოგადოებას, რომ თითქოს აქციაზე ,,დიდი ეროვნული საქმისთვის“ მიდიან.

ხელისუფლებას კი დღეს ყველა რესურსი აქვს  იმისთვის, რომ ამ ტიპის აქციებზე მოსალოდნელი  დაპირისპირება თავიდან აიცილოს!

                                                                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

28-10-2014, 13:50
უკან დაბრუნება