ივერიონი / "ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთს ომის გამოუცხადა - სირიაში რუსეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს!

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთს ომის გამოუცხადა - სირიაში რუსეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს!

  "გაზეთ "ნიუ-იოკ თაიმს"-ის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ტყვედ ჩაგდებული რუსეთის მოქალაქე სერგეი გორბუნოვი სიკვდილით დასაჯეს. სირიის დედაქალაქ დამასკოში არსებული რუსეთის საელჩო ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მუქარები ადრეც ისმოდა, მაგალითად, აბუ-ომარ ალ-შიშანის მხრიდან, რომელიც წარმოშობით საქართველოდან, პანკისის ხეობიდანაა", - ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორები - სერგეი სტროკანი და მარია ეფიმოვა).

  სტატიის თანახმად, სერგეი გორბუნოვი, რომელიც "ავტოსტოპით" ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობდა, სირიელმა ჯიჰადისტებმა ტყვედ ერთი წლის წინ აიყვანეს. მათივე ტყვეა აგრეთვე რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე კონსტანტინე ჟურავლიოვი. "ისლამური სახელმწწიფოს" "ბოევიკები" საკმაოდ ხშირად ემუქრებიან რუსეტს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ისინი ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს ინტერნეტში რუსული ტექნიკის ფონზე, რომლებიც სირიას არმიას წაართვეს.
  პუბლიკაციაში დიდი ადგილი ეთმობა ერთ-ერთი მეთაურის - ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის პიროვნების დახასიათებას, თუმცა მასში რაიმე ახალი არაფერია, მონაცემები იგივეა, რაც რუსულ და უცხოურ პრესაში ადრე ქვეყნდებოდა, ანუ საუბარია თარხანის პანკისურ ცხოვრებაზე, როგორ წავიდა სირიაში, როგორ განახორციელა შეტევა ერაყის ქალაქ მოსულზე და როგორი ავტორიტეტით სარგებლობს იგი ამჟამად.

 

 

"კომერსანტი" (რუსეთი), 29 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2600073

 

29-10-2014, 11:42
უკან დაბრუნება