ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: ირაკლი ალასანია თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს!

გიორგი კვირიკაშვილი: ირაკლი ალასანია თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს!

  ირაკლი ალასანია თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რადგან დაკისრებულ მოვალეობებს კარგად ასრულებს. აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიას პასუხისგების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

  "ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ დავით კირვალიძე გადადგა. მე ვფიქრობ, კირვალიძე არის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი ამ მიმართულებით. გადადგომა არ იყო არანაირი აუცილებლობა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

29-10-2014, 12:26
უკან დაბრუნება