ივერიონი / ზურაბ ქადაგიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრს სურპრიზს ვპირდებით!

ზურაბ ქადაგიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრს სურპრიზს ვპირდებით!

 ეს არის უტიფრობა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამ ბოლო დროს სჩადის. ეს ორგანიზაცია საუბრობს ოკუპაციაზე და სინამდვილეში თვითონ წარმართეს ისეთი პოლიტიკა, რომ მიიყვანეს საქართველო ოკუპაციამდე. აღნიშნულზე "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.

"ეს არის უტიფრობა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამ ბოლო დროს სჩადის. ეს ორგანიზაცია საუბრობს ოკუპაციაზე და სინამდვილეში თვითონ წარმართეს ისეთი პოლიტიკა, რომ მიიყვანეს საქართველო ოკუპაციამდე.

  ხელისუფლებამ კოდორის ხეობა და ახალგორი გადასცა რუსეთს, პირდაპირ თავიანთი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

 ქადაგიძის განცხადებით, "ახალგაზრდული ცენტრი" "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრ სურპრიზს ჰპირდება.


  "ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ ისაუბრონ 15 ნოემბერზე და ისაუბრონ ოკუპაციაზე. ძალიან ბევრ სურპრიზს ვპირდებით 15 ნოემბრამდე. ხვალ გავმართავთ აქციას და ძალიან ბევრ სურპრიზს მოვუწყობთ ამ ადამიანებს ისე, რომ საერთოდ აღარ გაუჩნდებათ აქციის მოწყობის სურვილი.

  საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს ადამიანები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს თავიანთი დემარშებით. სიტუაციის ნებისმიერი დაძაბვა რუსეთს მისცემს მოტივაციას, მანაც გააღრმაოს კონფლიქტი", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

30-10-2014, 15:53
უკან დაბრუნება