ივერიონი / საია: დაცვის მხარისთვის მასალების არგადაცემა საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დარღვევაა!

საია: დაცვის მხარისთვის მასალების არგადაცემა საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დარღვევაა!

 პროკურატურის მხრიდან, დაცვის მხარისთვის მასალების არგადაცემა საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების დარღვევაა. განცხადებას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აკეთებენ.

  "ბრალის წარდგენის დროს იმ მოტივით, რომ პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლობას, დაცვის მხარეს უარი ეთქვა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა მასლების გადაცემაზე. პროკურატურის ეს პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს", - აცხადებენ საიაში

30-10-2014, 21:55
უკან დაბრუნება