ივერიონი / ქართველ სტატისტიკოსებს შვედი კოლეგები დაეხმარებიან!

ქართველ სტატისტიკოსებს შვედი კოლეგები დაეხმარებიან!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქსტატში შვედი სტატისტიკოსების სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს.

მისიის მსვლელობისას დაგეგმილია მუშაობა ეროვნული ანგარიშების სტრუქტურაზე და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

6-11-2012, 20:15
უკან დაბრუნება