ივერიონი / გია ვოლსკი: პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რათა ყველა სისტემის კრემლიზაცია მოხდეს!

გია ვოლსკი: პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რათა ყველა სისტემის კრემლიზაცია მოხდეს!

  აფხაზეთის შეთავაზებული ვერსია, ისევე, როგორც რუსეთის მიერ შეთავაზებული ვერსია უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნონსენსს წარმოადგენს. აღნიშNული განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას გამოეხმაურა.

  "აფხაზეთის შეთავაზებული ვერსია, ისევე როგორც მოსკოვის მიერ შეთავაზებული ვერსია, ერთიც და მეორეც არის უკანონო და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით  ნონსენსია.

  აქედან გამომდინარე ამაზე საუბარი - ის რას გულისხმობს, ეს რას გულისხმობს მათი ავტონომიის თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების საკითხებზე არასწორი შესაფასებელია,  არასწორია შეფასება. მთავარი თემა აქ არის ოკუპაცია და პროცესი მიმდინარეობს იმისათვის, რათა მოხდეს ყველა სისტემის კრემლიზაცია",-აცხადებს ვოლსკი.

  ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას.

31-10-2014, 13:06
უკან დაბრუნება