ივერიონი / დავით უსუფაშვილი: შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ერთია!

დავით უსუფაშვილი: შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ერთია!

  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოსავალი რომელზეც მოხდა შეჯერება ერთადერთი აღმოჩნდა.


  "ამ ერთ თვეში ჩვენ უნდა გავიაროთ გზა, რომელზეც შევჯერდით და შევთანხმდით - მთელი იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ამ პროცესში შევიძინეთ ყველამ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა კოლეგებთან მიმართვისას.

  "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის პროექტს ხმა 95-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა.

31-10-2014, 21:03
უკან დაბრუნება