ივერიონი / დავით ნარმანია: საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის მიმართულება თბილისის მერიის ვალდებულებაა!

დავით ნარმანია: საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის მიმართულება თბილისის მერიის ვალდებულებაა!

  დავით ნარმანიამ ორთაჭალაში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი",  ე.წ. შოურუმი დაათვალიერა.

  საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია "AS GROUP Investment" -ის შვილობილი კომპანია "AS Georgia" ახორციელებს.

  დავით ნარმანიას განცხადებით, საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის მიმართულება ნაწილობრივ თბილისის მერიის ვალდებულებაა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, პროექტის პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება და პირველი კორპუსი უახლოეს ერთ თვეში მიიღებს მაცხოვრებლებს.

  მისივე თქმით, შეხვედრაზე პროექტ "დირსის" შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს.
 პროექტი "დირსი" სამი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო.

2-11-2014, 15:34
უკან დაბრუნება