ივერიონი / ირინა სარიშვილი: პოლიტიკოსის მხარდაჭერა ცივ გონებაზე უნდა მოხდეს!

ირინა სარიშვილი: პოლიტიკოსის მხარდაჭერა ცივ გონებაზე უნდა მოხდეს!

   პოლიტიკოსის მხარდაჭერა ცივ გონებაზე, მძაფრი ინტიმური გრძნობების გარეშე უნდა მოხდეს- წერს პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი საკუთარ facebook-ის საკუთრა გვერდზე.

 

  მისი თქმით, ხელისუფოლების რყევა სახელისუფლებო წრეებიდან იწყება.

"საქართველოს მოსახლეობის 87%-მა აირჩია ზვიად გამსახურდია...
სულ რაღაც 10 თვეში იმავე მოსახლეობის 95%-მა ხმა მისცა ედუარდ შევარდნაძეს...

"ვარდების" რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება და შემდგომ მიხელი სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია ამავე მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ...

იგივე უმრავლესობა წლების შემდეგ ირჩევს "ვარდების" რევოლუციის ერთ-ერთ შემოქმედს და სპონსორს ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამჯერად უკვე როგორც ერთადერთ შანსს სააკაშვილისგან გასათავისუფლებლად...
დღეს სახეზეა სახელისუფლებო კრიზისი...

და ყველა ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების რყევა იწყება სახელისუფლებო წრეებიდან:

გამსახურდიას დროს - განხეთქილება "მრგვალ მაგიდაში";

შევარდნაძის დროს - განხეთქილება "მოქალაქეთა კავშირში"

სააკაშვილის დროს - განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობასა" და რესპუბლიკელებს, შემდეგ კი ნაცმოძრაობის ქართველ ფინანსურ მფარველ ბიძინა ივანიშვილს შორის...
 
  დღეს - განხეთქილება მმართველ კოალიციაში "ოცნება" (მოფერებით "ქოცები")...
 
 და შედეგად 15 ნოემბერს დანიშნული ნაცმოძრაობის აქცია, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი დღევანდელი ხელისუფლებაა...

  ყველა ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა უპრობლემოდ მოატყუეს ხალხი...

  რატომ??? ასეთი იდიოტია ჩვენი ხალხი? ან ასეთი მიამიტი?

  ამის მიზეზების ძიება და ღრმა ანალიზი ალბათ ცალკე უნდა გაკეთდეს. ამჯერად მხოლოდ ერთ, ყველაზე თვალსაჩინო, ამ წუთებისთვისაც უაღრესად აქტუალურ მიზეზზე შევჩერდები:

  როდის უნდა შევიგნოთ, რომ პოლიტიკოსის მხარდაჭერა ცივ გონებაზე, მძაფრი ინტიმური გრძნობების გარეშე უნდა მოხდეს???

  როდის უნდა მივხვდეთ, რომ ხმის მიცემასთან, ხაზს ვუსვამ - ხმის, ორგაზმს (თუნდაც პოლიტიკურს) არაფერი საერთო არა აქვს, მარტო ხმა უნდა მივცეთ, მეტი არაფერი, და თუ შემდგომში ჩვენმა რჩეულმა პოლიტიკოსმა არ გაგვიმართლა, ეს არ ნიშნავს, რომ შეყვარებულმა ნამუსახდილი მიგვატოვა!!!!!!!!

  როდის?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  სტატუსი სასაცილო იქნებოდა, ძალიან სასაცილო რომ არ იყოს", - წერს ირინა სარიშვილი.

2-11-2014, 21:07
უკან დაბრუნება