ივერიონი / დონეცკში ამოუცნობი სამხედო კოლონა გამოჩნდა

დონეცკში ამოუცნობი სამხედო კოლონა გამოჩნდა

   სპეციალური მონიტორინგის მისიის ОБСЕ წარმომადგენლებმა დონეცკში და მაკეევკეში ამოუცნობი სამხედრი კოლონა დააფიქსირეს, აქვე იყო საბარგო მანქანები და ავტოცისტერნები. დილით მისიონერებმა მაკეევკაში დაინახეს 40-მდე საბარგო მანქანა, ავტოცისტერნები და 19 კამაზი, რომლებსაც ჩაბმული ჰქონდათ 122 მილიმეტრიანი გაუბიცები. მისიონერების თქმით აქვე იყო 15 "კრაზი" და ერთი "ბეტეერი". უფრო მოგვიანებით კი მისიონერებმა დონეცკის ცენტრიდან 7 კილომეტრში 9 ტანკი შენიშნეს, რომელთა შორის ოთხი Т-72 და ხუთი Т-64 იყო.

   მედიის ცნობით მისიონერების განცხადებაზე ოფიციალური ნოვოროსია ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

 

9-11-2014, 08:52
უკან დაბრუნება