მთავარი გვერდი > პაატა ზაქარეიშვილი: რკინიგზა არის თემა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ აფხაზებთან

პაატა ზაქარეიშვილი: რკინიგზა არის თემა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ აფხაზებთან


7-11-2012 / 17:04

პაატა ზაქარეიშვილი: რკინიგზა არის თემა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ აფხაზებთან

"ჩემს განცხადებას, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნას ეხებოდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. ეს მაშინ, როცა არ ყოფილა ოფიციალური შეთავაზება აფხაზური მხარისადმი. ეს უბრალოდ არის თემა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ აფხაზურ მხარესთან". 

 

ეს განცხადება რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ რეინტეგრაციის ახალი მინისტრი მზად არის, აღიაროს აფხაზური პასპორტები. "ივერიონი" დაინტერესდა, თუ როგორია მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

 "პაატა დავითაიას განცხადება არის ტყუილი და ცილისწამება. მე არსად არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზური პასპორტები უნდა ვაღიაროთ. უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე, რომ აფხაზურ მხარეს უნდა შევთავაზოთ ქართული პასპორტების აღება. ჩემი მოსაზრებით, აფხაზური მხარე ამას უფრო გაგებით შეხვდება, ვიდრე ნეიტრალურ პასპორტს~, _ აცხადებს მინისტრი.

 


უკან დაბრუნება