ივერიონი / დაიჭირეთ, დაიჭირეთ!

დაიჭირეთ, დაიჭირეთ!

 

"ბაჩო ახალაიას 2008 წლის ომის გმირის, გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის დაკავება არის საგანგაშო სიგნალი. ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, რომელმაც შესაძლოა, ოდნავ შეამსუბუქოს ვითარება, არის ამ პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება", _ აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. 

 

ბაჩო ახალაიას გმირობაზე, თუ არ ჩავთვლით მის გაუგონარ სისასტიკეს, ბევრი არაფერი გვსმენია. მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდით, ბრძოლის ველიდან გამოქცეულებს გმირის იარლიყს თუ მიაკერებდნენ! 

 

გიგა ბოკერიას განცხადება მართლაცდა არის საგანგაშო სიგნალი ქართული საზოგადოებისთვის. შეიძლება თანამოსანგრეს (თანამებრძოლს) გაჭირვებისას გამოესარჩლო, მაგრამ არა ისე, რომ შენმა სიტყვებმა თანაგრძნობის ნაცვლად გაღიზიანება გამოიწვიოს. არ ვიცი, რას გულისხმობს ბატონი გიგა ვითარების "ოდნავ შემსუბუქებაში" _ ახალაიას და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩიონოსნების დაპატიმრებამ შეიძლება ქვეყანა დაპირისპირებამდე და პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანოს, თუ ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების კვალიფოიკაცია მიეცემა და დემოკრატული სამყარო "ნაციონალების" დასაცავად ფეხზე დადგება?!

 

მართალია, პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგები მსოფლიო თანამეგობრობის მხრიიდან დემოკრატიის ნიმუშად მოინათლა, მაგრამ იგივე დემოკრატიუილი სამყარო რატომღაც ყურს არ იბერტყავდა "ნაციონალების" მიერ დამკვიდრებული ბატონ-ყმურ-ფეოდლური რეჟიმის არსებობის გამო, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ვარდების ხელისუფლებას" იგივე მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან (აქ უპირველესად იგულისხმება დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ), კარტ-ბლანში ჰქონდა გახსნილი. 

 

დღეს ყველა თანხმდება იმაში, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, "ნაციონალები" ისევ ტრიუმფით მოვიდოდნენ ხელისფულებაში და ღმერთმა უწყის, ჩვენს კისერზე სხდომა სანამდე არ მობეზრდებოდათ. თუმცა "ნაციონალების" მარტო არჩევნებში დამარცხება არ აღმოჩნდა საკმარისი _ ხალხი დამნაშავეთა დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს!

რამდენიმე გაქცეული მაღალჩინოსნიდან ერთი საქართველოში დაბრუნდა და თავისივე ფეხით მივიდა პროკურატურაში. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ადეიშვილი და ძმანი მისნი მართლმსაჯულებას ვერსად დაემალებიან. თუმცა მრავლად არიან ისეთებიც, რომელთაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ იმუნიტეტი იცავთ!

 

აქედან გამომდინარე, როცა ქვეყანაში კანონიერების აღდგენაზეა საუბარი, კანონი იმათაც უნდა შეეხოს, ვინც პარლამენტის სავარძლებს ჩაეჭიდა და ამით სამშვიდობოს გასვლა მოინდომა. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას, თუ იგი შერჩევითი სამართლის პრინციპით არ იხელმძღვანელებს, თხოვნით მიმართოს პარლამენტს, "ნაცების" ოდიოზურ ფიგურებს მოუხსნას იმუნიტეტი და ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ცხადია, ეს საკმაოდ მტკივნეული და ურთულესი პროცესია, მაგრამ სამართლიანობა სხვანაირად ვერ აღსდგება.

 

საზოგადოებაში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ დაჭერების სერია დაიწყო და ადვილად შესაძლებელია ბევრი ისეთი ღლავიც მოჰყვეს ბადეში, რომელზეც წაროდგენა ჯერჯერობით არ გვაქვს.

 

განსაკუთრებით ასახელებენ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გვარებსაც, რომლებმაც თურმე მაქინაციური სქემები შექმნეს და დიდძალი ფული მიითვისეს. არ არის გამორიცხული, სიის სათავეში ჯერ კიდევ თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავაც აღმოჩნდეს!

 

ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ საზოგადოებაში დაგროვილი შურისძიების მუხტი უნდა განეიტრალდეს. სხვანაირად ქვეყანა ვერ დაწყნარდება და აღმშენებლობის პროცესიც შენელდება. თუმცა დამნაშავენი საკადრისად იმიტომაც უნდა დაისაჯონ, რომ სხვებმა ანალოგიური უმსგავსობები ვერ გაბედონ.

რადგან ეს ასეა, დაიჭირეთ, დაიჭირეთ!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

7-11-2012, 21:35
უკან დაბრუნება