ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: ""ქართული ოცნების სირცხვილია, რომ კოდორის უბრძოლველად ჩამბარებელი "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ანექსიაზე ლაპარაკობს"

ნინო ბურჯანაძე: ""ქართული ოცნების სირცხვილია, რომ კოდორის უბრძოლველად ჩამბარებელი "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ანექსიაზე ლაპარაკობს"

   -"ქართული ოცნების სირცხვილია, რომ  კოდორის უბრძოლველად ჩამბარებელი "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ანექსიაზე ლაპარაკობს"-ასეთი კომენტარი გააკეთა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 

15 ნოემბერს გამართულ აქციაზე.

   მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების იმიჯის შესალახად თუნდაც 15 ნოემბერს გამართული აქციაც კმარა მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი იყო იქ. 

"თავად ის ფაქტი, რომ ამ ხელისუფლების უუნარობით და უსუსურობით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა ისე გაოცხლებულიყო და გათეთრებულიყო, რომ აქციის ჩატარებაც გაბედა სისხლგადარეცხილ რუსთაველზე, ეს სრულიად საკმარისია დღევანდელი ხელისუფლების იმიჯის შესალახად.

"ქართულ ოცნებას" რომ ჰქონდეს უნარი ნორმალური გამოძიება ჩაატაროს და ბრალი წაუყენოს იმ ადამიანებს, ვისაც განუზომლად დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვიდრე იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ედავებიან, მაშინ სააკაშვილი იჯდებოდა არა კიევში, არამედ ციხეში განსასჯელის სკამზე და მას გვერდით მიუჯდებოდა ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც მიტინგზე ბედავდა ხმის ამოღებას. 

   ის, რომ ანექსიაზე, აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე კოდორის უბრძოლველად ჩამბარებელი "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს, ეს არის ამ ხელისუფლების თავის მოჭრა და სირცხვილი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

17-11-2014, 17:40
უკან დაბრუნება