ივერიონი / დავით თევზაძე:-"თავდაცვის ახალ მინისტრს არ აქვს თავდაცვის სფეროს მართვის გამოცდილება და ხელის ცეცებით სიარული მოუწევს"

დავით თევზაძე:-"თავდაცვის ახალ მინისტრს არ აქვს თავდაცვის სფეროს მართვის გამოცდილება და ხელის ცეცებით სიარული მოუწევს"

   თავდაცვის ექს-მინისტრი დავით თევზაძე თავდაცვის ახალი მინისტრის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით პიროვნულად არ იცნობს და მხოლოდ სისტემის სპეციფიკით შემოიფარგლება. მან "ივერიონის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა:

   -რაც შეეხება ჩემს აზრს ახალ თავდაცვის მინისტრზე, ის არის ახალგაზრდა კაცი, არ არის პოლიტკური ფიგურა და მივიდა სპეც სამსახურიდან, რომ მართოს უაღრესად რთული სისტემა. მას არ აქვს თავდაცვის სფეროს მართვის გამოცდილება და ფაქტიურად ახლა მოუწევს ადგილზე ისწავლოს, ამიტომ ეს კაცი ცოდვა იყო ამისთვის, გაცილებით ეფექტური იქნებოდა თუ ღარიბაშვილი ამ ადამიანის დანიშვნას აპირებდა მიეცა მისთვის საშუალება, რომ ეს  სისტემა შეესწავლა. ეს, რომ პრემიერი ითავსებს თავდაცვის მინისტრობას, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. თავდაცვის სფეროს გაძღოლა არა არის იოლი საქმე, მის გარშემო მთელი ინდუსტრიაა და უამრავი ძაფებია მიბმული გნებავთ სამობილიზაციო სისტემა, გნებავთ სამხედრო მრეწველობა და სხვა, ამიტომ, კარგი იქნებოდა, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა 6-7 თვე სისტემასთან ურთიერთობის, ეხლა კი მას ხელის ცეცებით სიარული მოუწევს".

 

20-11-2014, 09:56
უკან დაბრუნება