ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი:-"დღეს ბიზნესი თავისუფალია და პირობები უნიკალური"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"დღეს ბიზნესი თავისუფალია და პირობები უნიკალური"

   დღეს ქედაში პრემიერმა კომპანია "ტრადიციული კახური მეღვინეობის" ახალი საწარმოს გახსნა და ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ქედაში გახსნილი ღვინის ქარხანა რიგით მე-80 საწარმოა, რომელიც 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით გაიხსნა.

 

   -"მინდა მოვუწოდო კერძო სექტორს, ბიზნესმენებს, აიღონ მაგალითი ამ კომპანიისგან. მე მათ მოვუწოდებ მეტი აქტიურობისკენ. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას კერძო სექტორს. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და პირობები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაა შექნილი, არის მართლაც უნიკალური", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

22-11-2014, 12:16
უკან დაბრუნება