ივერიონი / ვის ჩაძირვას გეგმავენ ქუთაისის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რატომ იმუქრებიან გზის გადაკეტვით და რას ედავებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს

ვის ჩაძირვას გეგმავენ ქუთაისის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რატომ იმუქრებიან გზის გადაკეტვით და რას ედავებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს

   ქუთაისის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ, ისინი ამბობენ, რომ არსებულ ბაზარში მომხმარებელი არ შედის, მათივე  თქმით ბაზარში  ყოველდღიური შემოსავალი იკლებს, თანამშრომელთა ერთი ნაწილის განცახდებით, იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობა არ აიკრძალება, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ და გზას გადაკეტავენ.

   აგრარული ბაზრის მოვაჭრე: -"გარევაჭრობა მიმდინარეობს, ამას არავინ კრძალავს. როგორც ჩანს კარგი ძმობაა ზედამხედველობის თანამშრომლებსა და გარემოვაჭრეებს შორის, რამდენჯერმე  მოვაწყვეთ აქცია, გავაპროტესტეთ მათი ქმედება, მაგრამ უშედეგოდ, ყურადღება ვინ მოგვაქცია? არავინ, როგორც ჩანს ხელისუფლებას ჩვენთვის არ ცალია, ჩვენ ხომ ერთი უბრალო ხალხი ვართ, ბაზარში  იმისთვის გამოვედით, რომ ოჯახში ლუკმა პური შევიტანოთ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადგილობრივ მერიას  დაგვეხმაროს და მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა, თორემ მოვაწყობთ აქციებს, გადავკეტავთ  მერიის წინ გზას, თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას რამდენიმე ზედამხედველობის თანამშრომელს ჩავძირავთ.  

 -რას გულისხმობთ ჩაძირვაში? 

-"მაგას ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ ვიცით რასაც ვგულისხმობთ, რამდენჯერმე მოვითხოვეთ  საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსვლა და ჩვენი პრობლემის გაშუქება, მაგრამ არც მათ მოგვაქციეს ყურადრება!  როგორც ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხისთვის არ მუშაობს, მათ ჩვენი პროებლემა არასოდეს არ  გაუშუქებიათ ,ვის აინტერესესბ გაჭივრებული ხალხის ბედი?!"

   აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ: უკვე რამდენიმე დღეა რაც გარევაჭრობის აკრძალვის მცდელობა ზედამხედველობის თანამშრომლების მიერ ჭავჭავაძის ქუჩაზე არ იგრძნობა, არსებულ ქუჩაზე ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

სპეციალურად საიტისთვის

დავით ცხვარაძე

 

22-11-2014, 14:29
უკან დაბრუნება