მთავარი გვერდი > გია ჭანტურია საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

გია ჭანტურია საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა


8-11-2012 / 14:14

გია ჭანტურია საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ხვდებიან.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადებით, შეხვედრის ინიციატივა თავად საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან წამოვდა. "მათ აინტერესებთ გაიგონ, თუ რა ხდება რეალურად ტელევიზიაში", _ განმარტავს ჭანტურია.


გია ჭანტურია ასევე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება. "საგადასახადო დავალიანება დანაშაული არ არის. ჩვენ ორჯერ მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რომ მზად ვართ დავალიანების გადასახდელად და ვთხოვეთ, რომ ამისთვის გარკვეული ფორმა და გრაფიკი შემუშავებულიყო. 2010 წლიდან დღემდე ყველანაირი დოკუმენტაციის ბრუნვა მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შემოსავლების სამსახურს შორის ელექტრონულად და აბსოლუტურად ყველასთვის ყველაფერი არის ცნობილი", _ აცხადებს ჭანტურია.


უკან დაბრუნება