ივერიონი / ბექა ცხადაძე ლადო სადღობელაშვილს მიმართავს

ბექა ცხადაძე ლადო სადღობელაშვილს მიმართავს

   "თავისუფალი თაობის" ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას:-"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას!!!სრული ნონსენსი და ამაზრზენი სანახაობაა როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი,კორუფციასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებული,ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი,მიტინგებისა და მანიფესტაციების დამრბევი და სხვა ათასი უბედურების მომტანი დიქტატორის სახელობის ბიბლიოთეკა.ბიბლიოთეკა რომელიც შენიღბული ნაციონალური მოძრაობის სამჭედლოა,სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვის პროცესი და რომელიც ქცეულა ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ბუდედ.სამარცხვინოა და ამაზრზენი როდესაც საქართველოში არ არსებობს საქართველოს დამოუკიდებლობის მომტანი პირველი პრეზიდენტის,დიდი მწიგნობრის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და არსებობს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციაში ბრალდებული,უწიგნური მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა.განვმეორდებით და ვიტყვით,რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკის არსებობა ზუსტი ანალოგია იმისა,რომ არსებობდეს სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის სახელობის ბიბლიოთეკები.ერმა და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ,რომ სააკაშვილის,ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის არათუ ბიბლიოთეკები არ უნდა არსებობდეს,არამედ მათი ანტიქართული ქმედებები საყოველთაო გაკიცხვის საგნად უნდა იქცეს.ყოველივე ზემოთთქმულიდან და საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის ნებიდან გამომდინარე მოვითხოვთ სააკაშვილის ბიბლიოთეკისთვის სახელის გადარქმევას,მის დეპოლიტიზაციას,ანდრო ბარნოვის და სააკაშვილის სხვა ხელისბიჭების მოცილებას ახალგაზრდების პოლიტიკური დამუშავების პროცესიდან.ჩვენის აზრით უპრიანი იქნებოდა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის მიგენიჭებიათ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.

P.S.ველით თქვენს გადაწყვეტილებას,წინააღმდეგ შემთხვევაში ვეცდებით ჩვენი ძალისხმევითა და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აღვასრულოთ სამართალი და სააკაშვილის სახელი ისევე გავიტანოთ ბიბლიოთეკიდან,როგორც წინა საუკუნის 80 იანი წლების ბოლოს სტუდენტებმა გაიტანეს საქართველოს უბოროტესი მტრის სერგო ორჯონიკიძის ძეგლი"- სტუდენტი ბექა ცხადაძე ეხმაურება და მიმართავს:

   -"ლადო სადღობელაშვილს:

ბატონო უფლებადამცველო, თქვენი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის არსებობა იგივეა, არსებობდეს სერგო ორჯონიკიძის სახელობის დაწესებულება. ბიბლიოთეკის სახელწოდებაში "საპრეზიდენტოს" გამოყენება გეთანხმებით ღიმილს იწვევს და ისტორიაში ერთი კონკრეტული ადამიანისთვის გამორჩეული ადგილის დამკვიდრებას ემსახურება. მაგრამ, ვერ გავიზიარებ თქვენს პათოსს, როცა ბიბლიოთეკის დახურვას ითხოვთ. უფრო მართებული იქნებოდა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნა დაგეყენებინათ. თუმცა, თქვენი მოთხოვნა სამართლებრივად არც ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა.

საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლით, თუკი გაიხსნება ბიბლიოთეკა ან სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც იქნება იმ ადამიანის სახელის მატარებელი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში და საკუთარი მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა; გადაწყვიტა, რომ დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციები უნდა შემცირებულიყო, რასაც შედეგად მოყვა მცოცავი ოკუპაცია დიცსა და დვანში. ასევე საინტერესოა, რას ფიქრობთ იმ ადამიანის სახელობის ბიბლიოთეკის ან სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებაზე, რომელმაც ქართველი ერის ორგანულ ნაწილს - აფხაზ ხალხს ერი უწოდა, ეთნიკური ქართველების გენოციდს და 500.000 ადამიანის აფხაზეთიდან გამოდევნის ფაქტს კი თვითგამორკვევის პროცესი. ძნელი მისახვედრი არ არის, ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები მყავს მხედველობაში".

   ცნობისთვის, როგორც თავად სადღობელაშვილი ისევ სოციალურ ქსელში წერს, ის ბიბლიოთეკის დახურვას არ ითხოვს და სააგენტოებმა გამოიტანეს "პროვოკაციული სათაური"

-"სათაური არის პროვოკაციული -მე არ ვითხოვ ბიბლიოთეკის დახურვას (ღმერთმა დამიფაროს) მე ვითხოვ სახელის შეცვლას!!!"-წერს სადღობელაშვილი.

 

26-11-2014, 00:53
უკან დაბრუნება