მთავარი გვერდი > ვახტანგ ძაბირაძე: საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს!

ვახტანგ ძაბირაძე: საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს!


8-11-2012 / 17:14

ვახტანგ ძაბირაძე: საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს!

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის განკარგულებაში არსებულ სტრუქტურებს და თვით პრეზიდენტსაც დაფინანსება შეუმცირეს. ასევე ერთმევა უფლება დანიშნოს იუსტიციის საბჭოს ორი წევრი. ამას ემატება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის ბაჩო ახალაიას დაკავება, რაც აძლიერებს შიშს: ხომ არ არის მოსალოდნელი "ნაცმოძრაობის" რევანში და ქვეყანაში ხომ არ შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი?


ამის თაობაზე "ივერიონმა" კომენტარი სთხოვა  კონსტიტუციონალისტსა და დამოუკიდებელ ექსპერტს ვახტანგ ძაბირაძეს.


"პრეზიდეტს აქვს იმის უფლება, რომ დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამას ის არ გააკეთებს, რადგან ჩემი ვარაუდით, ეს საზოგადოებაში აგრესიას გამოიწვევს და ამას პრეზიდენტიც ხვდება, ამიტომაც ის ამ ქმედებისკენ თავს შეიკავებს", _ ამბობს ექსპერტი.


კონსტიტუციის რომელ მუხლს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, მაშინ, როცა: პირველ შემთხვევაში, მოქმედ პრეზიდენტს 2013 წლის იანვარს ეწურება უფლებამოსილება და არჩევნებიც იანვარში უნდა შედგეს, თუ მეორე ვარიანტს, როცა არჩევნების  ჩატარდების თარიღად 2013 წლის ოქტომბერი სახელდება?


ვახტანგ ძაბირაძე: "მართალია, ერთი მეორეს გამორიცხავს, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბოლოს ჩაწერილ მუხლს. ანუ მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს".


უკან დაბრუნება