ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ალასანიამ რისკიანი სტრატეგია აირჩია!

ირაკლი ღარიბაშვილი: ალასანიამ რისკიანი სტრატეგია აირჩია!

„საქართველოს შიდაპოლიტიკური მოვლენები საერთაშორისო ახალი ამბების თემად იქცა“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ გავლენიან გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“, - ჩემი მთავრობის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა თავისი გზით იაროს 2016 წლის არჩევნების წინ. მან აიარჩია გაბედული, მაგრამ რისკიანი სტრატეგია: მისი განცხადებით, საქართველოს რუსეთის კონტროლქვეშ მოქცევის საფრთხე ემუქრებაო.

ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავისუფლდა 4 ნოემბერს, შემდეგ კი მისმა პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლა გამოაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი, კომეტარს უკეთებს რა ყოფილი მინისტრის განცხადებას რუსული საფრთხისა და გავლენების შესახებ, სტატიაში აღნიშნავს, რომ „ეს არგუმენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან „საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციას რამდენიმე ადამიანი ან მთავრობა კი განსაზღვრავს, არამედ პარლამენტი, ყველა პარტიასთან კონსენსუსით“. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს გზა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მტკიცე და შეუქცევადია“.

„თუმცა, საერთაშორისო დონეზე გავრცელებული იმ შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი თავის მეზობლებზე გავლენას ახდეენს (...), ჩვენი საგარეოპოლიტიკური კურსის მიმართ დიდი პანიკაა ატეხილი“. იგივე შეიძლება ითქვას იმ ბრალდებებზეც, რომელიც თითქოსდა „შერჩევითი სამართლის“ გამოყენებას ეხება პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროში დაწყებული გამოძიების დროს. „ჩემი მთავრობისთვის კარგადაა ცნობილი ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა, რომელიც ამ საკითხების მიმართ უცხოურ მგრძნობიარე რეაქციით სარგებლობს“, - წერს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის დადებით მოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას: „ეს ის მთავრობაა, რომელსაც მტკიცე დემოკრატიული უფლებამოსილება აქვს და არავის ნებას არ მისცემს ძირი გამოუთხაროს პროკურატურის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას“.

„ჩვენ ასევე არ მივცემთ პანიკის მსურველებს [ბარიერები აღმართონ] ჩვენი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე... ჩვენი მთავრობის ძალისხმევა თავიდანვე მიმართული იყო კონკრეტული მიზნებისკენ - ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, ევროპული ინტეგრაციის შესაბამისი კრიტერიუმების მისაღწევად“.

სტატიის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ იგი მოხარული იქნება, თუ ამ გზაზე მსვლელობისას ოპოზიცია კრიტიკულ და იმავდროულად კონტრუქციულ მხარდაჭერას გამოავლენს.

„უოლ სთრით ჯორნელი“ (აშშ), 26 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.inopressa.ru/article/27Nov2014/wsj/georgia.html

27-11-2014, 16:58
უკან დაბრუნება