ივერიონი / გიორგი კალანდაძეს ბრალი წაუყენეს

გიორგი კალანდაძეს ბრალი წაუყენეს

გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.


ის სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გასამართლდება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტას გულისხმობს.


კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის გაცხადებით, 2-3 დღეში გაკეთდება დამატებითი განცხადებები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გიორგი კალანდაძის პოზიციაც. ადვოკატის თქმით, კალანდაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ბრალდებას არ აღიარებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურისგან საქმის მასალები კალანდაძის მიმართ ბრალის წაყენების შემდეგ მიიღო და აქედან გამომდინარე, მტკიცებულებს არ იცნობს.

გიორგი კალანდაძის აფდვოკატის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავასთვის ბრალდების წაყენების პროცესი ამ წუთებში მიდინარეობს.

8-11-2012, 17:31
უკან დაბრუნება