ივერიონი / სოსო მანჯავიძე:-"ირაკლი ალასანიამ ხიდები საბოლოოდ დაწვა"

სოსო მანჯავიძე:-"ირაკლი ალასანიამ ხიდები საბოლოოდ დაწვა"

   ირაკლი ალასანიას "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუს სოციალური ქსელით თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ეხმიანება და წერს:

 

   -"ინტერვიუ, რომელიც ირაკლი ალასანიამ ''ფორბსს''მისცა, პოზიცია, რომელიც "თავისუფალმა დემოკრატებმა"დაიკავეს მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, ხიდების საბოლოო დაწვას ნიშნავს.

   პასუხად კოალიცია დაიწყებს "თავისუფალი დემოკრატების" კვოტით დანიშნული პირების ჩამოცილებას თანამდებობებიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

  აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საინფორმაციო შეტევა,მისი საბოლოო დისკრედიტაციის მიზნით,სულ უფრო გააფთრებულ ხასიათს მიიღებს. განსაკუთრებულ დარტყმების ობიექტი შსს იქნება,რომელიც ხელისუფლების მთავარი საყრდენია.

  ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ციხეებიდან რაღაც "ციხის კადრების" მსგავსი სასკანდალო მატერიალი იქნას გამოტანილი,ამისათვის დიდი თანხებია გამოყოფილი და აქ ბატონ კახი კახიშვილს უდიდესი სიფხიზლე მართებს.

   "ქართულმა ოცნებამ" რაც შეიძლება სწრაფად უნდა იფიქროს გადახალისებაზე, ვინაიდან ამას ახალი ვითარება ულტიმატურად მოითხოვს".

 

28-11-2014, 01:13
უკან დაბრუნება