ივერიონი / გამოკრავენ თუ არა ხელს ზღულაძე და ადეიშვილი მინისტრის მოადგილეობას?!

გამოკრავენ თუ არა ხელს ზღულაძე და ადეიშვილი მინისტრის მოადგილეობას?!

  უკრაინულმა მასმედიამ, კერძოდ, "უკრაინსკაია პრავდამ" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რედაქციის ხელთ არსებული ცნობებით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად ინიშნებიან ეკა ზღულაძე და ზურაბ ადეიშვილი.

გუშინვე, საღამოს, უკრაინის შინაგან საქმეთ სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობა ეკა ზღულაძისა და ზურაბ ადეიშვილის მინისტრის  მოადგილეებად შესაძლო დანიშვნის თობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება.
    ამ მოვლენას კომენტარს უკეთებს უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი:
 "პრეცედენტები, რომლებსაც ჩვენი პოლიტიკოსები იმოწმებენ, არის საქართველო, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრად საფრანგეთის ქვეშევრდომი მუშაობდა, მაგრამ იგი ეროვნებით ქართველი იყო. ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც ბევრი აშშ-ის მოქალაქე მუშაობს მაღალ თანამდებობებზე, პრეზიდენტების ჩათვლით, მაგრამ წარმოშობით ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები არიან.
ვფიქრობ, რომ ჩვენთან, უკრაინაში, განსხვავებული სიტუაციაა. საქართველო და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები უკრაინასთან შედარებით ციცქნა სახელმწიფოები არიან. უკრაინელებს კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი კონცეფცია უნდა ჰქონდეს, ახლა კი ისე გამოდის, რომ ხელისუფლება აღიარებს თავის უუნარობას პრობლემების გადაწყვეტაში და გამოსავალს უცხოელების მოწვევაში ხედავენ და ამბობენ: "მოდით, სხვები მოვიწვიოთ, ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები, რომლებიც ამ სამუშაოს შეასრულებენ"

"უკრაინსკაია პრავდა" (უკრაინა), 28  ნოემბერი, 2014 წელი
http://www.pravda.com.ua/rus/news/2014/11/27/7045682/
http://www.1tv.ru/news/world/272702

28-11-2014, 15:07
უკან დაბრუნება