ივერიონი / დავით საგანელიძე: ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა!

დავით საგანელიძე: ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა!

 პარლამენტს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების მოსამზადებლად, რისი მიზეზიც, თავის, მხრივ, პრეზიდენტის პირველი ვეტო გახდა. აღნიშნული განცხადება საქართველოს უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ გააკეთა.

"პრეზიდენტმა დაადო ვეტო დროს და მხოლოდ 1 თვე მოგვცა ამ კანონისთვის, რამაც მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდო ჩვენც და მისი წარმომადგენლებიც. ამიტომ ძალიან სერიოზული დაფიქრება სჭირდებოდა ამ ვადის შემცირებას. ეს იყო მიზეზი , რომ უმრავლესობის მხრიდან ორი ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ვერ მოვასწარით შეჯერება ამ კანონპროექტების. არ მიკვირს, რომ დღეს ჩვენი კოლეგები "რესპუბლიკური პარტიიდან" ვეტოს დაძლევასაც არ უჭერენ მხარს და არც პრეზიდენტის შენიშვნებს. არც მიკვირს, რომ ერთ-ერთ ვარიანტში "ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" მოსაზრებები დაემთხვა, ეს პარლამენტია და ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული და ჭორები არ სჭირდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ყველაზე მეტად ის მიკვირს და ვერაფრით ვერ ავხსენი, რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა პროცესები განვითარდა ან რა შეიცვალა ისეთი, რომ ჩვენს მიერ ერთსულოვნებით, გულითადობით, სიყვარულით, ბრძოლით არჩეულმა პრეზიდენტმა შემოიტანა ის კანონპროექტი, რომელსაც არავინ მხარს არ უჭერს, ფაქტობრივად. მე ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი ამ დარბაზში, ვინც მოუწონა და ტაში დაუკრა, ვერც - გარეთ", - განაცხადა დავით საგენელიძემ.

 

 საგანელიძის თქმით, მხოლოდ რამდენიმე ხმა ექნება დღის ბოლოს კენჭისყრებზე ამ პოზიციას.

 

ეს პოლიტიკაა და მე ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ პრეზიდენტთან რა მოხდა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ბატონო პრეზიდენტო, ვეტოს დადება თქვენი დისკრეციაა, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მარტომ ვერ აიღეთ და გადაუნაწილეთ პასუხისმგებლობა სხვესაც, როდესაც ბრიფინგზე თქვით, რომ "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვეტოს დადებაზეო". ასე არაა, ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენია. შენ, ჩემო პრეზიდენტო, შენ უნდა დაადო ვეტო და "თქვენ" ამ სიტყვაში არ უნდა იხმაროთ. საერთოდ ნათქვამია, რომ ვიზეც ყველაზე დიდი ამაგი გაქვს, ყველაზე მეტად გიყვარს და შეგტკივა გული. ეს უმრავლესობაც ასე ვართ, ჩვენ სხვანაირად გცემთ პატივს, ბატონო პრეზიდენტო, სხვანაირად გვიყვარხართ და ძალიან გული მწყდება, რომ ის კონტაქტი და დამოკიდებულება არ არსებობს, რომელიც უნდა იყოს და უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტი თქვენს მიერ ჰარიჰარალად ვეტო დასადები გახდა. საქმე იმაშია, რომ ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა. ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, იქ არ უნდა ურტყა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

30-11-2014, 21:23
უკან დაბრუნება