ივერიონი / ფილიპ დიმიტროვი ხათუნა გოგოლაძეს შეხვდა

ფილიპ დიმიტროვი ხათუნა გოგოლაძეს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.


ხათუნა გოგალაძემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სამინისტროში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები. იმსჯელეს სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდასა  და ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებზე.

"მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებული შეთანხმებაზე ხელმოწერა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნი სარგებლის მომტანი იქნება  როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესსექტორის განვითარებისთვის.  ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის,  ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს  ეფექტიანობის თვალსაზრისით", _ განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა ფილიპ დიმიტროვმაც გამოთქვა .

8-11-2012, 20:17
უკან დაბრუნება