ივერიონი / ვიტალი ბალა: „რა გაუჭირდა უკრაინას, უცხოეთიდან ეროვნებით უკრაინელი მოეწვია?!“

ვიტალი ბალა: „რა გაუჭირდა უკრაინას, უცხოეთიდან ეროვნებით უკრაინელი მოეწვია?!“


 „უკრაინის პარლამენტში ქვეყნის მთავრობის წევრები დაამტკიცეს, თუმცა პროცედურა მშვიდად არ განხორციელებულა, - აღნიშნულია გაზეთის სპეცკორესპოდენტის ტატიანა ივჟენკოს სტატიაში.


„პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკს ზოგიერთი კანდიდატის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ორშაბათის სხდომაზე დაწყებული კამათი გვიან ღამემდე გაგრძელდა. პარლამენტში პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც მივიდნენ. შენობის შესასვლელთან ჟურნალისტებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დახვდათ, რომელიც კიევში ხშირად ჩამოდის ხოლმე. წინა დღეებში ზოგიერთმა დეპუტატმა პრესას ინკოგნიტოდ შეატყობინა, რომ იგი ან ანტიმონოპოლური კომიტეტის, ან ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნებაო. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კომენტარებისგან თავი შეიკავა.


პოლიტიკური მოდელირების სააგენტოს ხელმძღვანელმი ვიტალი ბალა ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რომელიმე უწყების მეთაურად დაინიშნოს: „ამისთვის მან უარი უნდა თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღოს. იმ ადამიანისათვის, რომელიც თავის დროზე ერის ლიდერი გახდა და პრეზიდენტი იყო, მოქალაქეობის შეცვლა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის. ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია“.


იმ უცხოელებს შორის, რომლებმაც უკრაინის მთავრობაში თანამდებობა დაიკავეს, არის ქართველიც - ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. გარდა ამისა, ეკა ზღულაძე, რომელიც საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ერთ ხანს უწყებასაც კი ხელმძღვანელობდა, შეიძლება უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.


როგორც პოლიტოლოგი ვიტალი ბალა ამბობს, ერთი შეხედვით, უცხოელების მიწვევა მინისტრებად შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს - მათ კავშირი არ აქვთ კორუმპირებულ სქემებთან და წრეებთან, თავიანთი დარგების პროფესიონალებად ითვლებიან, მაგრამ... არის ერთი „მაგრამ“: „ახალი უკრაინა თვითონ უკრაინელებმა უნდა ააშენონ. რა გახდა, როგორ ვერ ვიპოვეთ 45-მილიონიან უკრაინაში მინისტრობის ნორმალური კანდიდატი? განა არ შეიძლებოდა უცხოეთში მოღვაწე ეროვნებით უკრაინელი სპეციალისტის მოწვევა? საქართველოში ხომ უცხოეთიდან სწორედ ქართველები მიიწვიეს... უცხოელები, ჩემი აზრით, მხოლოდ მრჩევლებად და კონსულტანტებად უნდა დაინიშნონ. ეს სწორი იქნებოდა საზოგადოების თვალსაზრისითაც, რომელსაც უცხოელებისაგან დამოუკიდებლად შეუძლია თავისი უფლების დაცვა ღირსეულ ცხოვრებისთვის“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

«Независмая газета» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/cis/2014-12-03/7_yatsenuk.html

3-12-2014, 12:14
უკან დაბრუნება