ივერიონი / გრიგორი ლეპსის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის?

გრიგორი ლეპსის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის?

   რუსმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა, რომელმაც ყირიმის ანექსიის წინ რუსეთის კულტურის მოღვაწეების მიერ პუტინის მხარდასაჭერ წერილს ხელი არ მოაწერა, რუსეთის პრეზიდეტს დაგვიანებით გამოუცხადა მხარდაჭერა. რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეპსმა განაცხადა, რომ მისთვის ხელმოსაწერად არც არავის მიუმართავს და რომ მიემართა ხელს აუცილებლად მოაწერდა.

   -"მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ჩემს პრეზიდეტს და ყველაფერს რასაც ის აკეთებს. მე მას ვენდობი და დიდ პატრივს ვცემ მას.... რუსეთისთვის როგორც ჩანს ძალიან კარგი იქნება თუ ყირიმი მის შემადგენლობაში იქნება და თუ პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა ეს ასე უნდა იყოს"- განაცხადა ლეპსმა. 

   ლეპსის ამ განცხადებას "თავისუფალი ზონის" წევრები და ინტერნეტმომხმარებლები გამოეხმაურნენ:

   -"ვკითხულობ და მაოცებს ჯერ ქართველისგან პუტინის თაყვანისცემა და შემდეგ ის მიკვირს, როგორ ბედავენ და საქართველოში ჩამოჰყავთ ეს ადამიანი, (მაგრამ ყველა კაცია ადამიანი? ) ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა გააპროტესტოს ასეთი ვაი ქართველის ჩამოსვლა და კონცერტის გამართვა. ეს სირცხვილია!

   მინდა , ვინც არ იცის თუნდაც ბოლო სამარცხვინო ქმედება ლეპსისგან გაგაცნოთ, ეს არის მისი განცხადებიდან ამონარიდი:

   "მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, პატივს ვცემ ჩემს პრეზიდეტს და ყველაფერს რასაც ის აკეთებს. მე მას ვენდობი და დიდ პატრივს ვცემ. როგორც ჩანს, რუსეთისთვის კარგი იქნება თუ ყირიმი მის შემადგენლობაში იქნება. თუ პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა, ესეიგი ასე უნდა იყოს".

   სირცხვილი!"- ნათქვამია "თავისუფალი ზონის" საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

    გრეგორი ლეპსის კონცერტი თბილისში, 7 დეკემბერს სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

 

4-12-2014, 01:19
უკან დაბრუნება