ივერიონი / ალექსანდრე ქანთარია: ლარის რეგულაცია აუცილებელია და ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება!

ალექსანდრე ქანთარია: ლარის რეგულაცია აუცილებელია და ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება!

დარეგულირდება ეს ყველაფერი. დოლარი ყველა მიმართულებით გამყარდა, ეს მოხდა  როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ფაქტორით, რამაც გავლენა იქონია საქართველოზეც.აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენცაზე ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.

"არ ვარ ამ საკითხის პროფესიონალი, თუმცა, არც დილეტანტი ვარ.  მეც ვუერთდები ხელისუფლების პოზიციას და ვამბობ - არავითარი პანიკის საფუძველი არ გვაქვს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით!"-აღნიშნა ქანთარიამ.

 როგორც ქანთარიამ განაცხადა, არსებული სიტუაცია საგარეო ფაქტორებითაა შემნილი.

"დარეგულირდება ეს ყველაფერი. დოლარი ყველა მიმართულებით გამყარდა, ეს მოხდა  როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ფაქტორით, რამაც გავლენა იქონია საქართველოზეც.

 ისე, ერთ რამ არის ფაქტი - სახეზეა, რომ  მოსახლეობა არ არის იმდენად პანიკაში, თვითონ ლარი ნერვიულობს, პრობლემები აქვს. ამდენად მისი რეგულაცია აუცილებელია და ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

5-12-2014, 15:01
უკან დაბრუნება