ივერიონი / ირაკლი ალასანია:-"სურვილი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნები ვადებში ჩატარდეს"

ირაკლი ალასანია:-"სურვილი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნები ვადებში ჩატარდეს"

   თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი  ირაკლი ალასანია "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდა და არც მისი სურვილი დაუმალავს. მისი თქმით შესაძლებელია საქართველოში საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეს.

 

   -"სურვილი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნები  ვადებში ჩატარდეს. ამ ეტაპზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება , თუმცა ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. შეიძლება, კრიზისი ისე გაღრმავდეს, რომ ხელისუფლებაში ვადამდელი არჩევნების იდეაც გაჩნდეს, თუმცა არ მგონია, ეს სწორი იყოს.  უნდა შევცვალოთ მიდგომები და ვადამდელ არჩევნებამდე არ მივიდეთ"-განაცხადა ალასანიამ. 

 

6-12-2014, 02:37
უკან დაბრუნება