ივერიონი / გია ხუხაშვილი: გამორიცხულია, პრეზიდენტმა ბაჩო ახალაია შეიწყალოს

გია ხუხაშვილი: გამორიცხულია, პრეზიდენტმა ბაჩო ახალაია შეიწყალოს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თეორიულად პრეზიდენტს ბაჩო ახალაიას შეწყალება  შეუძლია, თუმცა ყოფილი თავდაცვის მინისტისთვის ამჟამად ქართული ციხე ყველაზე უსაფრთო ადგილია და ამიტომ მის შეწყალებაზე საუბარი გამორიცხულია.


ეს  განცხადება გია ხუხაშვიმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


მისივე თქმით, "ახალაიას საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფია აქვს" და ყველა საქმის გამოძიება იმდენ დროს წაიღებს, რომ პრეზიდენტი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვეღარ შეძლებს მის შეწყალებას.


"სამართლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პრეზიდენტს არ შეეფერება, ისედაც ბევრი შეუფერებელი საქმე აქვს გაკეთებული და ასეთ არასერიოზულ საქციელს თუ არ  მიმართავს, კარგი იქნება. ვფიქრობ, ბაჩო ახალაიას დაბრუნებისას რაიმე სახის გმირობაზე კი არ ჰქონდა პრეტენზია, არამედ გაითვალისწინა ის, რომ  საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია  უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, თუნდაც ციხეში, რაც სხვა ქვეყანაში ძალიან გაუჭირდებოდა,"- განაცხადა გია ხუხაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეწყალებით ახალაიას  ციხიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, ახალი ბრალდებებით, მისი ხელმეორედ დაპატიმრება პრობლემა არ იქნება.


ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 7 ნოემბერს დააპატიმრეს.

9-11-2012, 13:21
უკან დაბრუნება