ივერიონი / დავით სახვაძე:-"მე ვარ მეცნიერი, რომელმაც ვნახე, რომ საყდრისში ნამდვილად ოქროა!"

დავით სახვაძე:-"მე ვარ მეცნიერი, რომელმაც ვნახე, რომ საყდრისში ნამდვილად ოქროა!"

   მეცნიერი დავით სახვაძე აცხადებს, რომ ის თავად იკვლევდა საყდრისის საბადოს და იცის, რომ ის ნამდვილად ოქროს საბადოა. ამის შესახებ მან დღეს ივერიონის პრესკლუბში განაცხადა.

   -"2013 წელს კომპანია RMG Gold-მა წერილით მიმართა პრემიერს, სადაც აღნიშნა, რომ მას ხელი ეშლება საქმიანობაში, ვინაიდან საყდრისი დაცული ობიექტია. ე.ი. აღიარებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი და სთხოვა პრემიერს მიეღო ღონისძიებები, რათა უძრავი ძეგლი ქცეულიყო მოძრავ ძეგლად, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრმა დააწერა ეს კულტურის მინისტრს, რომელმაც შექმნა 11 კაციანი კომისია, რომელიც შეიქმნა 2013 წლის 28 მაისს და უკვე 30 მაისს კომისიის ყველა წევრი დებს დასკვნას, რომ აუცილებლად წესრიგშია მოსაყვანი ობიექტის პასუხი. საინტერესოა, როგორ მოასწრეს ამ პასუხის საფუძვლიანი პასუხი, შემდეგ კი იდება დასკვნა, რომელიც ხდება კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველი. დასკვნა ჭეშმარიტებასთან ახლოს არ დგას და ყველა ასპექტში შეიძლება ისე შეედაო, რომ გააქარწყლო ეს ყველაფერი. აბსურდია, რაც წერია, რომ თუ საყდრისის საბადოს არ დავანგრევთ, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალიაო, რაც გაუმართლებელია. აი, ეს დასკვნა დაედო კულტურის მინისტრის ბრძანებას საფუძვლად, რომ უძრავი ძეგლი გახდეს მოძრავი. ეს მთა ოქროს გარდა შეიცავს სპილენძს, შეიცავს სხვადასხვა ფერად ლითონებს და ეს საბადო არის უმნიშვნელოვანესი, რომელზეც ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი უცხოელი კოლეგები. მათ დადეს დასკვა, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი ოქროს მომპოვებელი საბადო"

   კულტურის მინისტრის ბრძანებაზე სარჩელი იქნა შეტანილი, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა სარჩელის მიღებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საქალაქო სასამართლოს მიერ სარცელის მიღება და განხილვა.

   -"სასამართლომ პირდაპირ განაცხადა, რომ კულტურის მინისტრის ბრზანება უსაფუძვლოა და მოუწოდა განიხილონ კანონის შესაბამისად საქმე, ასევე ბათილად იქნა ცნობილი კანცელარიის 4 ბრძანებულება და მინისტრის მიერ მიღებული ბრძანებულება. ოდიშარიას წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კულტურის სამინისტროს შეაქვს აპელაცია, მაგრამ არც ჩვენ დავიხიეთ უკან და აპელაციაზე გადავეცით.

   ახლა 10 დეკემბერს არის ჩანიშნილი პროცესი. ერთის მხრივ დგას "მწვანე ალტერნატივა" და მეორე მხრივ კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, RMG Gold და კანცელარია."

   მეცნიერი აცხადებს, რომ მთავრობიდან იგნორირებულია შესანიშნავი სპეციალისტები, ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან და კულტურის მინისტრმა ერთხელაც კი არ მიმართა მათ სათანადო დასკვნის დასადებად.

 

8-12-2014, 19:11
უკან დაბრუნება