ივერიონი / გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

   უფლებადამცველისა  და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის გიორგი თევზაძის განცხადება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან 10 დეკემბერთან  დაკავშირებით.

   უფლებადამცველისა  და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის გიორგი თევზაძის განცხადება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან 10 დეკემბერთან  დაკავშირებით განცახდებაში აღნიშნულია: "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი ქართულ საზოგადოებას. თუმცა ამ მხრივ მისალოცი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. თემა საკმაოდ მოცულობითია, თუმცა შევეცდები მოკლედ შევეხო ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც ქართული საზოგადოების შეშფოთებისა და წუხილის მიზეზს წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლება მზად არ არის სრულად შეასრულოს ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლის მეშვეობითაც იგი მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა სათანადოდ აკონტროლოს ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებისა,  მოსახლეობა პირადი ცხოვრების ფონზე ხედავს ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება თუ უმჯობესდება. პირადი მაგალითი ხელისუფლების საქმიანობის ყველა შედეგის უტყუარი საზომია. მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლო ბიზნესის სისტემური რეკეტისაგან გათავისუფლება, პენიტენციური სისტემის რეფორმირების დაწყება, ასევე თვითმმართველობის რეფორმირები და დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყება და მთელი რიგი პოზიტიური მიდგომები ადამიანის ცალკეული უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა საზოგადოებას მოქმედი ხელისუფლების არჩევისას გაცილებით მეტი მოლოდინი ჰქონდა, ვიდრე ამ მოლოდინის და საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად თითქმის სფერო არ დარჩენილა, პრობლემები რომ არ იყოს ადამიანის  უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. ერთი რამ შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში პრობლემად რჩებოდა და დღესაც პრობლემად რჩება სოციალური სამართიანობისა და სახელმწიფო სახსრების სამართლიანი სოციალური გადანაწილბა საზოგადოებაში. საარსებო მინიმუმის რეალური განსაზღვრა, ოკუპირებული ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, აგრეთვე ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის მომიჯნავე რეგიონებში მცხოვრები პირების რთული სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური მონიტორინგის არარსებობა, უმუშევრობა და დასაქმების პრობლემა. საკუთრებითი უფლებები, პენიტენციურ სისტემაში სტაბილური და ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგის არარსებობა, არათანმიმდევრული და არასათანადო პოლიტიკა აგრარულ სექტორში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ვეტერანთა სფეროში და ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის სრული ჩავარდნა, სამართლიანობის განცდის ნაკლებობა და წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებული მოსახლეობის ლეგიტიმურ მოთხოვნებზე არაადეკვატური რეაგირება, მუდმივი მცდელობა მედია–საშუალებებზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებისთვის,  ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, რომელიც პრობლემა კი არ აგვარებს, არამედ კიდევე  უფრო ბუნდოვანს ხდის ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას და საზოგადოებას ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კეთილსინდისიერი საქმიანობის იმედად. სამართლიანი სასამართლოს პრინციპების  ხშირი დარღვევა, ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალი სხვა პრობლემა და გამწოვევა. დღეს მოქმედი ხელისუფლება მიუხედავად არასამთავრობო სექტორის საკმაოდ დიდი ძალიხსმევისა არასაკმარისად აღიქვამს საზოგადოებაში დაგროვილ პრობლემებს და ვერ ვხედავთ ადამიანის უფლებების მთელ რიგ საკვანძო მიმართულებებზე ხელისუფლების არათუ თანმიმდევრულ პოლიტიკას, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის საერთოდ არარსებობას. სამწუხაროდ, ასევე ვერ ვხედავთ მიუსაფარ ბავშვთა მიმართ სახელწიფოს გამოკვეთილ გრძელვადიან გეგმას, რაც საკმაოდ დიდი  და სერიოზული პრობლემაა, სახელმწიფოსთვის და მომავალში ისევ ქვეყანა და საზოგადოება იზარალებს. შემაშფოთბელია არსებული სტატისტიკა, რომლის თანახმად ათასობით ბავშვი საქართველოში შიმშილობს ან შიმშილის ზღვარზეა. ამ ბავშვთა ოჯახების სოციალური მდგომარეობა უმძიმესია და ელემენტარულ საარსებო პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ამ თვალსაზრისით ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში საგანგაშოა. ამ ვითარებას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ არაასმთავრობო სექტორი, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ინერტულია. ამ უდიდესი გამოწვევების მიმართ არ არსებობს გამოკვეთილი პოლიტიკა ქალთა ძალადობისა და ზოგადად ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები საკმაოდ ბევრია და მათზე დროული და ეფექტური რეაგირებაა საჭირო, მინიმუმ საზოგადოება უნდა ხედავდეს ასეთი რეაგირების პოლიტიკურ ნებას და სურვილს, რასაც ჯერ–ჯერობით მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ იკვეთება, ვერ ვხედავთ შესაბამის მცდელობებს ადამიანის უფლებების დაცვისათვის მთელი რიგი პრობლემების დროულად გადასაწყვეტად, ეს გამოწვევები დამდეგი წლის ფონზე კვლავ სერიოულ გამოწვევებად რჩება, " – აღნიშნულია უფლებადამცველისა  და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის გიორგი თევზაძის განცხადებაში, რომელიც გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედია–საშუალებებს.

 

10-12-2014, 00:33
უკან დაბრუნება