ივერიონი / ნოდარ ხადური: წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება!

ნოდარ ხადური: წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება!

"მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება", - განაცხადება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

"საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხები უკვე ჩამორიცხულია. დეკემბერში ასევე ჩამოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხებიც. ასე, რომ წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100 პროცენტით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს. საგადასახადო სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით არ იქნება. რაც შეეხება ათვისებას, ამ მიმართულებითაც უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - უწყება თვეში დაახლოებით 125-130 მილიონს ხარჯავს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

10-12-2014, 11:19
უკან დაბრუნება