მთავარი გვერდი > ანაკლიის პორტის ამშენებელი კონსორციუმი მომავალი წლის ზაფხულში გამოვლინდება

ანაკლიის პორტის ამშენებელი კონსორციუმი მომავალი წლის ზაფხულში გამოვლინდება


10-12-2014 / 14:50

ანაკლიის პორტის ამშენებელი კონსორციუმი მომავალი წლის ზაფხულში გამოვლინდება

კონსორციუმი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ააშენებს, 2015 წლის ზაფხულში გამოვლინდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 12 მონაწილე მსხვილი კონსორციუმიდან მეორე ეტაპზე 7 გადაიყვანა.

12 კონსორციუმის მიერ ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე წარდგენილი წინადადებები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.



უკან დაბრუნება