ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: პროკურატურის რეფორმირება აუცილებელია!

ალექსი პეტრიაშვილი: პროკურატურის რეფორმირება აუცილებელია!

 პროკურატურის საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პროკურატურაში რეფორმების გატარება საჩქაროა.აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.


"ჯერ კიდევ არ არსებობდა კოალიცია "ქართული ოცნება", როდესაც "თავისუფალი დემოკრატების"  პროგრამაში იყო ძალოვანი სტრუქტურის გაყოფა. ეს იდეა, კონცეფცია მომზადებული გვქონდა პრინციპების დონეზეც და დეტალურად დამუშავებულიც. ჩვენ ამით ექსკლუზივს არ ვიჩემებთ ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. მოხარული ვარ და მივესალმები, რომ დღეს უკვე რეალურად დაიწყო საუბარი შსს-ს გაყოფაზე. ეს სწორი ნაბიჯია. შეიძლება ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა მთავარია, გათვალისწინებული იყოს სამოქალაქო კონტროლის უმაღლესი ხარისხი ორივე უწყებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს კოსმეტიკური ცვლილება და რეალურად განხორციელდეს ფუნქციების გაყოფა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

პროკურატურის რეფორმირებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. აცხადებს პეტრიაშვილი.

"სასწრაფო და საჩქაროა პროკურატურის რეფორმირება. ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუკი ხელისუფლება ამ ინიციატივით გამოვა უმოკლეს პერიოდში, მოვახერხებთ, რომ პროკურატურის დეპოლიტიზაცია მოხდეს და უსაფრთხოების სამსახური ერთხელ და სამუდამოდ დეპოლიტიზირებული გახდეს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

10-12-2014, 19:31
უკან დაბრუნება