რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს რუსთავის თეატრში მიმდინარე საკადრო ცვლილებები გააცნო.
დღეს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაღებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოჩვენება გაიმართება.
ხვალ, ჩინეთის კულტურის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 2012 წლის 16-22 დეკემბერს, სტრასბურგის კინოთეატრ "ოდისეა"-ში ქართული ფილმების კვირეული გაიმართება.
დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "ვიზრდებით აფხაზეთისთვის" გაიმართება.
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 16-30 დეკემბერს მე-15 საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება.
დღეს "რუსთაველის" თეატრის სცენაზე ბათუმის ოპერის ერთმოქმედებიანი სპექტაკლის "სოფლის ღირსება" პრემიერა გაიმართება.
საქართველოს საპორტო ქალაქების ფოტოები საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მდებარე ბიზანტიური კულტურის მუზეუმში გამოიფინება.
სტრასბურგში, 16 დეკემბერს ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, რომ 2012 წლის 16-22 დეკემბერს ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, კვირეული სტრასბურგის კინოთეატრ "ოდისეაში” გაიმართება.
2012 წლის 14 დეკემბერს, 17:00 საათზე ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის დოკუმენტური ფილმის „ალექსანდრე ქართველი და ამერიკა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
დიდი ხნის ლოდის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 11 დეკემბერს 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ყველასათვის საყვარელი ჯგუფის "ფრანის" კონცერტი გაიმართება.
სახალხო მხატვარი თემო გოცაძე პრეტენზიას გამოთქვამს სამხატვრო აკადემიაში შექმნილი უკიდურესი მდგომარეობის გამო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის ჭესმარიტი ფუნქციის დისკრედიტაციას და მის საბოლოო დანგრევას ემსახურება.
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია "ნიღაბი 2012" 10-17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფესტივალს გამართავს.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის სიმფონიური მუსიკის საავტორო საღამო გაიმართება.
დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მუხრან მაჭავარიანის სემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებას დეკანოზი პეტრე კვარაცხელია წარუძღვება.