საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საუბარი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავჯდომაროს ასლან აბაშიძისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
ახალი ეკონომიკური გუნდი დაუბეგრავი მინიმუმის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული შეღავათით დასაქმებულები ისარგებლებენ, რომელთა დარიცხული ხელფასი არ აღემატება 500 ლარს.
ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით "ივერიონმა" კომენტარი სთხოვა პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს კახა კახიშვილს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ნატო-საქართვლოს კომისიის სხდომა გაიმართება.
"ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს", _ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ გააკეთა.
„ირაკლი ოქრუაშვილი ელოდა პოლიტპატიმრის სტატუსს, სწორედ ამიტომ ჩამოვიდა და ლეგიტიმურად ჩაერთო პროცესებში“, - განაცხადა „ივერიონთან“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
,,ნებისმიერი ქართველის საქართველოში დაბრუნებას მივესალმები. ბუნებრივია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში ჩამოვიდა და ამ ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება, დაადგინოს ან არ დაადგინოს იმ ბრალის საფუძვლიანობა, რომელიც წაყენებული იყო ოქრუაშვილის მიმართ“.
ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურის სახე მიეცეს, მტკიცებულებები უნდა გამოიკვეთოს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა რუსეთის დედაქალაქშია და რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრებს მართავს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთ მოადგილეს წარადგენს. გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში ოთხი დეპარტამენტის მუშაობას გაუწევს კოორდინაციას.
ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, "ივერიონთან" საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პარლამენტარი რამაზ თედორაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და ყოფილი ჩინოვნიკების ბიზნესის მეპატრონე იყო.
თუ ვაშენებთ ქვეყანას და არა სოფელს, სადაც სასიმღერო ხმები უნდა გადანაწილდეს, სამჯერ მაინც უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენი ნაბიჯები და მერე ვიმოქმედოთ.