საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და საგარეო მიმართულების სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა.
ხვალ პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.
კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ივერიონთან" საუბრისას აცხადებს, რომ არც ერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.
რელიგიურ გაერთიანებათა სტატუსის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გამოხატვის თავისუფლებისა და დაფინანსების საკითხები განიხილეს დღეს "თბილისი მარიოტში" "კავშირ 21-ე საუკუნის" ორგანიზებით ინტერრელიგიური ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრაზე.
"გიგი უგულავას განცხადება ჩემი მისამართით ცინიზმია", _ განცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისიტიან-დემოკრატების" თავჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული მრჩეველთა ჯგუფის შეკრება გაიმართება.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით გავრცელებული საჯარო ინფრომაციიდან ირკვევა, რომ ნახევარი მილიონ ლარზე მეტი ქალაქ ლაზიკაში განხორციელებულ პროექტებზე დაიხარჯა, ხოლო 100 000 ადმინისტრაციისთვის მსუბუქი ავტომანქანის შეძენას მოხმარდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტის პრეზენტაცია გამართა და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს მასზე ღია დიკუსია შესთავაზა.
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მარტო საგარეო პოლიტიკის საკითხი არ არის, არამედ ამ საკითხზე დამოკიდებულია ქვეყნის ორი შიდაპოლიტიკური საკითხი: უმუშევრობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
“ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საკუთარი მოსაზრება საქართველოში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე დააფიქსირა და ამას ნატოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტთან სახალხო დამცველის საკითხზე საუბარს გეგმავს.