არ მინდა მე ისეთი დემოკრატია, მოძალადეებთან პოლიტიკურ კოჰაბიტაციას (თანაცხოვრებას) რომ მაიძულებს!. არ მინდა მე ისეთი დემოკრატია, რომელიც ჩემს იდენტობაზე და საუკუნეების მანძილზე გამოძერწილ ტრადიციებზე ხელს ამაღებინებს და ლესბოსელების და ჰომოსექსუალების საზეიმო მარშთან შეგუებას დამავალდებულებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", რაც დრო გადის, მით უფრო კარგავენ რეალობის შეგრძნებას.
ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ
უმთავრესი მოთხოვნა, რაც საზოგადოებას გამარჯვებული კოალიციის მიმართ ჰქონდა და მომავალშიც ექნება, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებაა. სამართლიანობა კი მაშინ დამკვიდრდება, როცა მთავარი დამნაშავეები საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ხმამაღლა აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები "ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციურია".
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ბატონ ტომას მელიას ძალიან მოსწონს, რომ საქართველოში „კოჰაბიტაცია“ და „ინკლუზიური დემოკრატია“ მკვიდრდება!
უცხოური გამოცემა "ფორინ პოლისმა" ამერიკელი სენატორების ჯინ შეინის, ჯო ლიბერმენის, ჯეიმს რიშის, ლინსდი გრეჰემის და ქართველებისთვის განსაკუთრებით "გამორჩეული" ჯონ მაკკეინის წერილი გამოაქვეყნა, სადაც პატივცემული სენატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საყვედურობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების, განსაკუთრებით "გახშირებული დაჭერების" გამო.
თქვენი არ ვიცი და მე ძალიან შემეცოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სახელისუფლო სადავეები ჯერ ბოლომდე არც კი მოუქაჩავს და უკვე კრიტიკის კორიანტელი დააყენეს საქართველოს „კეთილმოსურნეებმა“. ზოგი იმდენად გათავხედდა, თითის დაქნევასაც არ ერიდება და უფრო „მკაცრი გზავნილებითაც“ იმუქრება.
სახალხო დამცველის გარშემო საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი თითქმის დაცხრა - საქართველოს უკვე ახალი ომბუდსმენი ჰყავს. მართალია, უჩა ნანუაშვილი საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდა, „ნაციონალებმა“ მაინც ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს.
მართლაც პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ _ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაით მოვიდა პარლამენტში.
„ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივა ახალი ხელისუფლების პირობებში“, - ეს იყო კონფერენციის თემა, რომელიც კავკასიურ სახლში ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლობის ერთ-ერთმა წევრმა, "ფორუმელმა" ანი მიროტაძემ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ "ეროვნული ფორუმი" მზად არის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოს" შეერწყას და იგი პოლიტიკურად და ორგანიზაციულად გააძლიეროს!
ივანიშვილის განცხადებამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომ ტარიფები არ განახევრდება, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ტარიფების განახევრება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო და უნდა შესრულდეს!
“ირაკლი ოქრუაშვილს სურს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.... მას სურს საქართველოში დაბრუნებულმა საპატიმროდან გააგრძოლოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა” _ ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.