როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შს-ს მინისტრის პირველ მოადგილედ ვახტანგ გომელაური, მოადგილეებად კი სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სასჯელღსრულების ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნებიან.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მდივნის თავმჯდომარის მოადგილედ გადადის.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ, კერძოდ, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაინიშნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ, ვახტანგ გომელაური იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ასევე ჭიკაიძის მოადგილედ გადავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მისი უფროსის თანამდებობაზე ვაბრუნებთ ყოფილ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.