მიღებულია კანონი უსაფრთხოების საბჭოს შესახებ და ახლა ეს საბჭო მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს, განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
"საჭირო იყო გარკვეული რეფორმების დაწყება. იცით, რომ საბჭოს მდივნად დავით სუჯაშვილი დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ - შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა შსს-ს რეფორმირება და მისგან უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფა იწყება.
"აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაეხმარება ინსტიტუციების განვითარებას, იმას, რომ საბჭო და სამინისტრო კიდევ უფრო განვითარდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.