ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: ლეონიდ თიბილოვი ამ პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო პაიკია!

ლევან ბერძენიშვილი: ლეონიდ თიბილოვი ამ პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო პაიკია!

  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო პაიკია. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა. 

 

  ბერძენიშვილის თქმით , ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელი უფრო პრორუსულადაა განწყობილი, ვიდრე სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობა.

 

"ეს ყოველთვის ასე იყო. თიბილოვი ამ პოლიტიკურ თამაშებში უმნიშვნელო პაიკია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რასაც ის აცხადებს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

11-12-2014, 13:27
უკან დაბრუნება