"ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშაოთ". განცხადებაამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
ვიცე-პრემიერმა მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები უკეთესობისკენ სწრაფვად შეაფასა.
"საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშაოთ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის სწრაფვა უკეთესობისკენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.