ივერიონი / თინათინ ხიდაშელი: თუ ეს ბიზნესი ქვეყნის პრეზენტაციის ნაწილია მაშინ კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ მის მდგრადობას!

თინათინ ხიდაშელი: თუ ეს ბიზნესი ქვეყნის პრეზენტაციის ნაწილია მაშინ კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ მის მდგრადობას!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი facebook-ის საკუთარ გვერდზე  "აირზენას" პროტესტს ეხმაურება და წერს, რომ მათი წუხლი ქართველებს მანამ არ დააინტერესებთ, სანამ რეისების ჩამონათვალში მათი მოძებნის სურვილი არ გაუჩნდებათ.

 

"რაღა თქმა უნდა საჭიროც არ არის ითქვას რომ ქართული ბიზნესის გულშემატკივარი ვარ. ალბათ სირცხვილიც კია მიზეზების განმარტება, სამუშაო ადგილებს ქმნის და მსგავსი. თუ ეს ბიზნესი რამენაირად ქვეყნის პრეზენტაციის ნაწილია მაშინ კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ მის მდგრადობას, გაძლიერებას და სიჯანსაღეს. მაგრამ სულ ბოლო ამბავი რაც ქართული ავიაკომპანიის შესახებ გავიგე თუ ის იყო, რომ წყალი ვითხოვეთ, ჭიქა ვერ იპოვეს და ბოლოს პომადის ანაბეჭდიანი ჭიქით მოგვიტანესო რა გავაკეთოთ მაშინ?
ფასებზე, საჭმლის ხარისხზე და სხვა წვრილმანებზე აღარაფერს ვიტყვი
სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას აპროტესტებენ და სრულიად გულწრფელად ვამბობ მანამდე არ დააინტერესებს იმ ქართველებს ვინც ხშირად სარგებლობენ ავიაკომპანიების მომსახურებით სანამ რეისების ჩამონათვალში თქვენი მოძებნის სურვილი არ გაგვიჩნდება
და მე მაპატიეთ ეს პოსტი თუ გული გატკინეთ".

12-12-2014, 12:09
უკან დაბრუნება