ივერიონი / დავით ნარმანია: დავით ნარმანია: დასუფთავების დავალიანების ჩამოწერა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო!

დავით ნარმანია: დავით ნარმანია: დასუფთავების დავალიანების ჩამოწერა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო!

  ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჩამოერება 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე  მოხმარებულ ელექტროენერგიაზე  დასუფთავების მიბმის შედეგად  წარმოქმნილი დავალიანება.  აღნიშნულზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის მერი საკრებულოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ხოლო მოსახლეობას მიმართავს, მომავალში აუცილებლად გადაიხადონ დასუფთავების მოსაკრებელი, რათა ქალაქში სისუფთავის შენარჩუნება შეძლონ.

"დედაქალაქის წინა მთავრობამ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს მიაბა. ტარიფის დადგენის წესი იყო უსამართლო, ხოლო თავად ტარიფი - მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატური და ამ გადაწყვეტილებამ თბილისელთა სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. აღნიშნული გადაწყვეტილება ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა და 2013 წლის 1 ივნისს გაუქმდა. ამ პერიოდში 11 000-მდე აბონენტს ჯამში დაუგროვდა 1 მილიონი ლარის დავალიანება, რისი გადახდაც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ შეძლო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


12-12-2014, 12:53
უკან დაბრუნება