თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2014 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზეც ისაუბრა.
"ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვაგვარებთ: ეს არის გარკვეული სახსრების აკუმულირება იმისთვის, რომ შევიძინოთ დედაქალაში ნაგვის ურნები; ასევე დარეზერვებული თანხებით შევძლებთ, შევაკეთოთ მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო. ასევე ამ თანხებს გამოვიყენებთ რამდენიმე ისეთი ღონისძიების დასაფინანსებლად, რაც წაგვადგება მომდევნო წელს", - განაცხადა ნარმანიამ.