ივერიონი / საქართველოს პარლამენტმა ნიკოლოზ ყაველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ნიკოლოზ ყაველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნიკოლოზ ყაველაშვილი დაამტკიცა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა წარადგინა.

"ეროვნული ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, როგორც ასე ვთქვათ, ოპერატიული თვალსაზრისით, ისე აკადემიური თვალსაზრისით და ჩემთვის დიდი პატივია ამ პროფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც ამ ბანკში უკვე წლებია, არიან. მე ჩემი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, შევეცდები რაღაც ახალი იდეები შევიტანო." - აღნიშნა ყაველაშვილმა.

 როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი აცხადებს მნიშვნელოვნია ის  ფაქტი, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროცესს მხარი დაუჭირა.

"მისასალმებელია, რომ ისეთი პროფესიონალი წევრი იქნება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, როგორციაა ნიკოლოზ ყაველაშვილი. ხოლო მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი მთელ ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს პირდაპირ დაესახელებინა კანდიდატურა, მან გადაწყვიტა, რომ კონსულტაცია გაევლო ექსპერტებთან. ისინი ჩართულები იყვნენ მთელ ამ პროცესში." - აცხადებს აბაშიშვილი.

12-12-2014, 13:46
უკან დაბრუნება