ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი: სასამართლოზე ზეწოლა დღემდე გრძელდება!

ზაზა ხატიაშვილი: სასამართლოზე ზეწოლა დღემდე გრძელდება!

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  თვლის, რომ სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე განხორციელებული ზეწოლის სტენდენცია დღემდე გრძელდება. აღნიშნული განცხადება ხატიაშვილმა დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ხშირად ვუსმენ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ზეწოლა მოიხსნა. თუმცა, როდესაც ადვოკატებს არ აძლევენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შემდეგ ამ მასალებს, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, იხილავენ მთავრობის სხდომაზე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანალიძე ასკვნის, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში, ეს არის ზეწოლა როგორც სასამართლოზე, ასევე პროკურატურაზე",- აღნიშნა ხატიაშვილმა.


 ხატიაშბილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის კრიტიკასაც გამოეხმაურა.

"პირი ჯერ არ დაუკავებიათ და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ეს მოსამართლისთვის არის მესიჯი, რომ მან ეს ადამიანი რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა გაამტყუნოს. ასეთმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა გამოიწვია ეს დასკვნა. თვითონ სასამართლოში გამოჯანსაღდა მდგომარეობა. გამამართლებელი განაჩენის რიცხვი 300-400%-ით გაიზარდა. ", - განაცხადა ხატიაშვილმა.

12-12-2014, 14:54
უკან დაბრუნება